დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 05:14
    თუშეთთან დამაკავშირებელი  საავტომობილო გზა გაიხსნა

    თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გაიხსნა

    20-05-2021 13:49

    ფშაველი- აბანო- ომალოს საავტომობილო გზაზე,  ავტომანქანების გადაადგილება უკვე შესაძლებელია.  ზამთრის პერიოდში ჩაკეტილი გზის გაწმენდას კომპანია შპს „ენერჯი გრუპი," სამი კვირის განმავლობაში აწარმოებდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, გზაზე შეფერხება არ არის. ,, თუშეთის საავტომობილო გზა გაიხსნა და ომალოდან უკვე შეძლეს ჩამოსვლა.  გზაზე არავითარი შეფერხება არ არის და ვფიქრობ არც იქნება. კომპანია „ენერჯი გრუპი“ ზაფხულის განმავლობაში იზრუნებს გზის მოწესრიგებაზე. დიდი იმედი მაქვს, დროულად გახსნილი გზა, პანდემიის პირობების შესაბამისად, ადგილობრივ ტურიზმს მაინც დაეხმარება“, – განაცხადა ქარუმაშვილმა. თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლოს  იკეტება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, გზის გახსნის ვადამ გადაიწია, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ზამთრის განმავლობაში, თუშეთის სოფლებში მუდმივად  მუდმივად მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირება,  მხოლოდ სასასზღვრო სამსახურის  ვერტმფრენით არის შესაძლებელი, რომელიც  2017 წლიდან,   ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება. წელს, თუშეთის სოფლებში მუდმივ საცხოვრებლად, 21 ოჯახი იყო დარჩენილი.

    FACEBOOK კომენტარები