დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 06:05
    საგარეჯოში მეცხრე დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

    საგარეჯოში მეცხრე დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

    13-01-2022 12:36

    საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.

    მეცხრე დღეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ  იორმუღანლოში,  ოჯახის წევრები  42 წლის ნაზიმ ნაბიევს ეძებენ.  


    ახლობლების ინფორმაციით, ნაბიევი სახლიდან 4 იანვარს,  დილით  გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სოფელ ყარაჯალაში პირუტყვის შესაძენად წავიდა.

     მამაკაცს თან 32 ათასი ლარი ჰქონდა. გაუჩინარებამდე ის, სოფელ ყარაჯალაში ერთ- ერთ ოჯახში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.

     მამაკაცის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა  პოლიციას უკვე შეატყობინა.

    სამართალდამცავებმა ნაზიმ ნაბიევის სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს.

    FACEBOOK კომენტარები