დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 05:10
    სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამშვიდობო ძალებმა ალმათი დატოვეს

    სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამშვიდობო ძალებმა ალმათი დატოვეს

    14-01-2022 11:06

    სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა მშვიდობისმყოფელებმა ალმათი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
     
    როგორც იუწყებიან, სამხედროები დაუბრუნდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებს.
     
    ტაჯიკმა და სომეხმა სამშვიდობო ძალებმა ყაზახეთი რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით დატოვეს, ხოლო ყირგიზი ჯარისკაცები სამშობლოში სახმელეთო საზღვრის გავლით დაბრუნდნენ.
     
    შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო კონტიგენტი ყაზახეთში 6 იანვარს ქვეყნის პრეზიდენტის მოთხოვნით გაგზავნეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებს შეტაკებები და მსხვერპლი მოჰყვა.
     
    როგორც ცნობილია, უცხო ქვეყნის სამშვიდობოების ყაზახეთიდან გაყვანა 19 იანვარს უნდა დასრულდეს.

    FACEBOOK კომენტარები