დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 05:05
    აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ  ჯო ბაიდენის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ  გააუქმა

    აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჯო ბაიდენის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გააუქმა

    14-01-2022 11:16

    აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ჯო ბაიდენის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ.

     
    საუბარი ეხება აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, დიდი კომპანიების თანამშრომლები ვალდებულები იყვნენ სამსახურში გამოცხადებამადე გაეკეთებინათ ვაქცინა ან კოვიდტესტი. ამიერიდან, ეს ვალდებულება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებს შეეხებათ, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

     
    ბაიდენის მიერ გაცემული განკარგულების გაუქმებას ნოემბრიდან ითხოვდა მოსარჩელეთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდა ოჰაიოს შტატი და დამოუკიდებელი ბიზნესის ეროვნული ფედერაცია.
     
    უზენაესმა სასამართლომ მხარეების არგუმენტები გასულ კვირას მოისმინა.

    FACEBOOK კომენტარები
მსგავსები სიახლეები
ბიზნესი
ვალუტის კურსი