დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 04:59
    საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

    საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

    14-01-2022 15:59

    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების ჯგუფი საქართველოში სინანულს გამოთქვამს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2022 წლის 13 იანვარს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი ცალკეული ინსტიტუტი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

    „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტია, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა საქართველოში. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილს უგზავნის ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს.

    შეშფოთებულნი ვართ, რომ ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატში შემავალი დანაშაულებათა სიის არსებითი გაფართოება გამოიწვევს უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს და მისი გუნდის ყურადღების გადატანას მისი ძირითადი მანდატის შესრულების - დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისაგან. წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელის საქართველოში მისიის დროს (2015 წ.) გაიცა რეკომენდაცია, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება რომ არსებობს რისკი ზედმეტად ფართო იურისდიქციამ, იქნება ეს ექსკლუზიური თუ დისკრეციული, შესაძლოა [სახელმწიფო ინსპექტორის] ამოცანა მეტისმეტად გაართულოს [თუკი] ... სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც არ შედიან წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ძირითად ჯგუფში... [მისი მანდატის ფარგლებში შევა]“.

    მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

    აღნიშნულ განცხადებას საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ავრცელებს

    FACEBOOK კომენტარები
მსგავსები სიახლეები
ვრცლად
პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება „ღირსების შემლახავია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება „ღირსების შემლახავია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
07-12-2021 15:49
ვრცლად
ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის - ლონდა თოლორაია
ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის - ლონდა თოლორაია
27-12-2021 12:51
ვრცლად
ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროების გამო შს სამინისტრო 2 000 ლარით დაჯარიმდა
ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროების გამო შს სამინისტრო 2 000 ლარით დაჯარიმდა
24-09-2021 11:09
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი-ვამაყობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წევრობით
ირაკლი ღარიბაშვილი-ვამაყობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წევრობით
25-09-2021 03:19
ვრცლად
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
29-12-2021 21:15
ბიზნესი
ვალუტის კურსი