დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 04:53
    "ახლად აღმოჩენილი მონეტის წყალობით, საქართველოს სახელმწიფო დროშა დავით აღმაშენებელს დაუკავშირდა" - აშშ-ის საელჩო

    "ახლად აღმოჩენილი მონეტის წყალობით, საქართველოს სახელმწიფო დროშა დავით აღმაშენებელს დაუკავშირდა" - აშშ-ის საელჩო

    14-01-2022 16:22

    საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

    როგორც აშშ-ის საელჩოს მილოცვაშია ნათქვამი, 2021 წელი საქართველოს დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა.

    „გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს! 2021 წელი თქვენი თვალისმომჭრელი დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა. ეს სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა რაც ერთი მთლიანი ევროპული ოჯახის ნაწილია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე.

    14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

    FACEBOOK კომენტარები