დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 05:49
    "როდის იყო ქართველისთვის მშობლიური მიწის კოცნა უღირსი საქციელი? არა „მთავარსარდლის“ ფოფხვა ამ მიწაზე, არამედ მისი ამბორი?" - დავით ქართველიშვილი

    "როდის იყო ქართველისთვის მშობლიური მიწის კოცნა უღირსი საქციელი? არა „მთავარსარდლის“ ფოფხვა ამ მიწაზე, არამედ მისი ამბორი?" - დავით ქართველიშვილი

    14-01-2022 16:30

    თურმე ოსები „საკუთარ“ ტერიტორიაზე ტყვეს სთხოვდნენ - ქართულ მიწას აკოცეო, ეს როგორ წარმოგიდგენიათ?! ,- ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის ვიდეომონაკვეთს სასამართლო სხდომიდან, რომელიც იხსენებს გიორგი ანწუხელიძის წამების ფაქტს და საკუთარ თავს სწორედ მას ადარებს.

    „ამ „რამკიან“ გიჟს მოუსმინეთ. გიორგი ანწუხელიძეს ადარებს თავს. ერთნაირად გაგვზარდესო ჩვენ დედებმა, ორად-ორ რამეს სთხოვდნენო ოსები წამებისას - ქართულ მიწას აკოცეო და მიშას შეაგინეო და არც ერთი არ შეუსრულაო. თურმე ოსები „საკუთარ“ ტერიტორიაზე ტყვეს სთხოვდნენ - ქართულ მიწას აკოცეო, ეს როგორ წარმოგიდგენიათ?! მკაფიოდ ისმის ვიდეოში - „მიწა იკოცე, მიწა“ - და რა თქმა უნდა, „ოსური“ მიწა იგულისხმება! როდის იყო ქართველისთვის მშობლიური მიწის კოცნა უღირსი საქციელი? არა „მთავარსარდლის“ ფოფხვა ამ მიწაზე, არამედ მისი ამბორი?! და არანაირი „მიშას შეაგინე“ არ ისმის იმ ვიდეოში. გულისამრევია უკვე ეს ეშმა - ნებისმიერი სიწმინდის შებილწვის უნიკალური თვისება აქვს. და რა ენაღვლება, იცის რომ გიჟია და ამ ფსიქიკურ მდგომარეობას არის ამოფარებული“, - წერს ქართველიშვილი.

    FACEBOOK კომენტარები