დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    უბედური შემთხვევა წალენჯიხაში - შვილმა შემთხვევით დედა მოკლა

    უბედური შემთხვევა წალენჯიხაში - შვილმა შემთხვევით დედა მოკლა

    18-01-2022 10:42

     წალენჯიხაში უბედური შემთხვევა მოხდა. შვილის მიერ გასროლილმა ტყვიამ შემთხვევით დედა, 50 წლამდე ქალი იმსხვერპლა.

    20 წლის ბიჭს, რომელიც ტირის თოფს წმენდდა, ტყვია გაუვარდა, რომელიც იქვე, ოთახში მყოფ დედამისს მოხვდა.  50 წლამდე ქალს  ტყვია ყელის არეში მოხვდა და საძილე არტერია დაუზიანა.
     
    დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

    "უბედური შემთხვევა იყო კი, ძალიან ტკბილი ოჯახი, იქიდან ერთი ხმა არ გაგვიგია. ყველა შეესწრო, მამა, დედა, შვილი," - ამბობენ ადგილობრივები.
     

    FACEBOOK კომენტარები