დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    "ბუსტერ" დოზის წახალისებას ვემხრობი  - ამირან გამყრელიძე

    "ბუსტერ" დოზის წახალისებას ვემხრობი - ამირან გამყრელიძე

    18-01-2022 12:29

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,   „ბუსტერიზაციის“ გასაზრდელად შესაძლოა ფულადი წახალისება დაწესდეს.


    მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დააყენა.

    როგორც გამყრელიძე აცხადებს, 200 ლარიანმა ფულადმა წახალისებამ, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაწესდა იმუშავა და დამატებით 125 ათასი 60 წელზე ზემოთ ასაკის მოქალაქე აიცრა. ამასთან, 3-ჯერ გაიზარდა 50 წელს ზევით მოქალაქეებში აცრის მაჩვენებელი.


    ,,ეს საკითხი დღესაც დავაყენეთ, 200 ლარიანმა ფულადმა წახალისებამ, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაწესდა იმუშავა. დამატებით 125 ათასი 60 წლის ზემოთ ჩვენი მოქალაქე აიცრა, ასევე მუშაობს 50 წელს ზემოთ. 3-ჯერ გაიზარდა დეკემბერთან შედარებით აცრის მაჩვენებელი. მე თვითონ ვემხრობი და დღეს დავაყენე ეს საკითხი ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომ იყოს „ბუსტერ“ დოზის წახალისებაც. თუ ბუსტერიზაციას გავზრდით ეს სერიოზულად შეამცირებს „ომიკრონის“ ტალღის სიმძაფრეს. ფულადი წახალისება თქვენზე(ჟურნალისტებზე) ვერ, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანებზე იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ

    FACEBOOK კომენტარები