დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას ცხოველებისთვის ჩიჩილაკების მიტანას სთხოვს

    თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას ცხოველებისთვის ჩიჩილაკების მიტანას სთხოვს

    18-01-2022 17:39

    თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას უკვე ტრადიციული თხოვნით მიმართავს და ბინადრებისთვის ჩიჩილაკების მიტანას სთხოვს. შესაბამისი განცხადება ზოოპარკის Facebook-ზე გამოქვეყნდა.


     "ორივე ახალი წლის მერე დარჩენილი ყველა საჭმელი რომ შეიჭმება და მომატებულ კილოგრამებზე ფიქრი მოგვიკაკუნებს.
     
    სტუმრიანობასაც რომ მოვილევთ და მორიგი ტაფის აქაფებისას დავფიქრდებით, ნეტავ ადრე, 50-კაციან სუფრებს რომ შლიდნენ ყოველდღე და არც ჭურჭლის მანქანა ჰქონდათ, ამდენ თეფშს როგორ რეცხავდნენო.
     
     ზარმაცად რომ შევუდგებით ნაძვის ხის ალაგებას და თან ისიც გაგვეფიქრება, რატომ არაა ნაძვის ხე ისე მოწყობილი, ეგრევე, აწყობილს დებდე სადმე და მომავალ წელს ეგრევე, აწყობილს იღებდე და დგამდეო.
     გულგრილობაშეპარულად რომ გადავხედავთ გადასაგდებად გამზადებულ ჩიჩილაკს და დავფიქრდებით, დავწვა, თუ ნაგავს გავაყოლო, საკითხავი აი ეს არისო..
    ❗️❗️ იქვე გაგახსენდეთ, რომ ჩიჩილაკები ზოოპარკში გვჭირდება, ცხოველებისთვის.
     თუ ეჭვი შეგეპარებათ, ამათაც მოცლიათ, რა ჯანდაბად უნდათ ეს ჩიჩილაკებიო, ამ პოსტზე მიბმული ტექსტი გადაიკითხეთ და ფოტოებიც დაათვალიერეთ.
     
     თუ ჩათვლით, რომ გათლილი ჯოხის დათვისთვის ჩუქებით ბარაქას მოიკლებთ, არ მოგვიტანოთ. მერე ჩვენ არ დაგვბრალდეს რამე.
     
     თუ გადაწყვეტთ, რომ კარგი საქმეა და ამით ცხოველებს დაეხმარებით, სხვებსაც გაუზიარეთ ეს ამბავი.
     
     მოკლედ, ამდენი იმიტომ ვწერეთ, რომ არ დაიზაროთ და ჩიჩილაკი გამოაყოლოთ ზოოპარკში, გმირთა მოედნისკენ რომ წამოხვალთ.
     
     
    „იქნებ გაგახსენდეთ, რომ ჩიჩილაკები ზოოპარკში გვჭირდება, ცხოველებისთვის. თუ ეჭვი შეგეპარებათ, ამათაც მოსცლიათ, რა ჯანდაბად უნდათ ეს ჩიჩილაკებიო, ამ პოსტზე მიბმული ტექსტი გადაიკითხეთ და ფოტოებიც დაათვალიერეთ.
     
    თუ ჩათვლით, რომ გათლილი ჯოხის დათვისთვის ჩუქებით ბარაქას მოიკლებთ, არ მოგვიტანოთ. მერე ჩვენ არ დაგვბრალდეს რამე. თუ გადაწყვეტთ, რომ კარგი საქმეა და ამით ცხოველებს დაეხმარებით, სხვებსაც გაუზიარეთ ეს ამბავი. მოკლედ, ამდენი იმიტომ ვწერეთ, რომ არ დაიზაროთ და ჩიჩილაკი გამოაყოლოთ ზოოპარკში, გმირთა მოედნისკენ რომ წამოხვალთ“, - აღნიშნული ზოოპარკის განცხადებაში.

    FACEBOOK კომენტარები