დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:15
    ამირან სალუქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტების სიას აქვეყნებს

    ამირან სალუქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტების სიას აქვეყნებს

    23-05-2021 03:09

    "თქვა რომან გოცირიძემ და ჰესების ნუსხა კიდევ ერთხელ გადაიკითხა, გადაამოწმა, რუსეთისთვის ხომ არაფერი გამომრჩა გადასაცემიო"- ასე ეხმაურება, სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს, რომელმაც განაცხადა რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგეტიკა სხვა ქვეყნებზე ყოფილიყო დამოკიდებული.


    ამირან სალუქვაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წიაღისეულიც „გაუნაღდა“ რუსეთს.
    „რომან გოცირიძემ ჰესების ნუსხა კიდევ ერთხელ გადაიკითხა, გადაამოწმა, რუსეთისთვის ხომ არაფერი გამომრჩა გადასაცემიო. მერე კმაყოფილებით გაიფიქრა, რაც მთავარია, გადამცემი ხაზები სამუდამოდ ჩავახუტე კრემლსო. წიაღისეულიც ხომ გაუნაღდა?! თუმცა ეს ცალკე თემაა. შემდგომში დააბრალებს ვინმეს. შესახსენებლად - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტების სია:
    1. ენგურჰესი-რუსული კომპანია „რაოესი“; 2. ჟინვალჰესი - რუსული კომპანია „რაოესი“; 3. რიონჰესი - რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“; 4. გუმათი 1- რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 5. გუმათი 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 6. ლაჯანურჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 7. შაორჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 8. ვარციხე 1 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 9. ვარციხე 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 10. ვარციხე 3 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 11.ვარციხე 4 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 12. ხრამი 1 - რუსული კომპანია „რაოესი“; 13. ხრამი 2 - რუსული კომპანია „რაოესი“; 14. ხრამი 3 - რუსული კომპანია „რაოესი“; 15. ხრამი 4 - რუსული კომპანია „რაოესი“; 16. ხრამი 5 - რუსული კომპანია „რაოესი“; 17. ყაზტრანსგაზ თბილისი - რუსული კომპანია „გაზპრომი“; 18. გაზ.კომპანია „იტერა“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია; 19. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია; 20. გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“; 21. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“; 22. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები - რუსული კომპანია „ინტერ რაო“; 23. „მადნეული“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; 24. „კვარციტი“- რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; 25. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან „რუსეთის რკინიგზა“; 26. კომპანია „ბილაინი“ - რუსული კომპანია; 27. „აზოტი“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; 28. „გაერთიანებული ქართული ბანკი“ - რუსული კომპანია „ვითიბი“; 29. „ლუკოილ ჯორჯია“ - რუსული კომპანია „ლუკოილი“; 30. ზესტაფონის „ფერო“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; 31. ელმავალთმშენებელი ქარხანა - რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“; 32. არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო - რუსული კომპანია „ბატუსი“; 33. თბილისის წყალი - რუსული კომპანია„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, - წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში

    FACEBOOK კომენტარები