დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 04:50
    საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    23-05-2021 12:31

    საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
    ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
    ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 972 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 425 „პისიარ“ ტესტით – 9 547.
    ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,32%, ბოლო 14 დღის – 4,04%, ბოლო 7 დღის – 4,21%.
    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 337 573 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 318 599 გამოჯანმრთელდა, 4 622 კი გარდაიცვალა.
    სულ აცრილია – 112 192 ადამიანი, დღიურად აცრილია – 2 787.
    კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 152 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 669 პირი.
    ამასთან, 22 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 680 პაციენტი.

    FACEBOOK კომენტარები