დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 06:18
    ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას სწავლობს

    ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას სწავლობს

    23-05-2021 12:50

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას სწავლობს, - ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
    „შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ჯერ ვერ დავასახელებ, რამდენი შემთხვევა შეიძლება იყოს, თუმცა, ვადასტურებ, რომ შესწავლა მიმდინარეობს. საქართველო გამონაკლისი არაა - ყველგანაა შესაძლებელი, რომ ის გამოვლინდეს. ევროპის ბევრ ქვეყანაში, ისევე, როგორც სამხრეთაფრიკული ან ბრაზილიური, ეს შტამიც გამოჩნდა. უახლესი პროგნოზირებით, თანდათან, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს ინდურმა“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
    კვლევებით დასტურდება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ინდური შტამის შემთხვევაშიც ეფექტიანია. დღეს გავრცელდა ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგბიც, რომლითაც დადგინდა, რომ ვაქცინის ორივე დოზის მიღების შემდეგ, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ მაღალეფექტიანობით გამოირჩევა. ეფექტიანობა გამოვლინდა სხვა ავტორიზებული ვაქცინების შემთხვევაშიც.
    ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან, 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო. 21 მაისიდან  საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციაცაა შესაძლებელი.

    FACEBOOK კომენტარები