დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 04:41
    "ენკა" ნამახვანჰესთან დაკავშირებულ აქციას ეხმაურება

    "ენკა" ნამახვანჰესთან დაკავშირებულ აქციას ეხმაურება

    23-05-2021 19:56

    კომპანია "ენკა" ნამახვანჰესთან დაკავშირებული აქციის პარალელურად განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, მზად არიან საქმიან ფორმატში დიალოგი განაგრძონ. "გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი.ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან.მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას", - ნათქვამია "ენკას" განცხადებაში. 

    FACEBOOK კომენტარები