დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 05:37
    საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    24-05-2021 11:26

    საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
    ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 357 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
    ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 598 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 095 „პისიარ“ ტესტით – 4 503.
    ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,04%, ბოლო 14 დღის – 3,99%, ბოლო 7 დღის – 4,19%.
    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 337 961 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 319 956 გამოჯანმრთელდა, 4 639 კი გარდაიცვალა.
    სულ აცრილია – 113 000 ადამიანი, დღიურად აცრილია – 798.
    კარანტინის რეჟიმშია 91, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 161 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 667 პირი.
    ამასთან, 23 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 530 პაციენტი.

    FACEBOOK კომენტარები