დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
19 იანვარი 2022 05:11
    აქტივისტი LGBTQ სამკლაურის გამო აქციიდან გამომაგდეს

    აქტივისტი LGBTQ სამკლაურის გამო აქციიდან გამომაგდეს

    24-05-2021 15:24

    ლგბტქ+ სამკლაურის გამო სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან გამოაგდეს.
    სალომე ბარკერის თქმით, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მას უთხრა, რომ სიმბოლიკა მოეხსნა, რაზეც მან უარი თქვა, რასაც მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა. 
    "ულტიმატუმის დრო რომ მთავრდებოდა, მაგ დროს მოვედი აქ, ვიფიქრე, რომ მაგ დროს სიტუაცია დაიძაბებოდა და დასჭირდებოდათ მხარდამჭერი ხალხი. ვიდექი ჩემთვის წყნარად, აბსოლუტურად მშვიდად და უცბად არსაიდან გაჩნდა გურამ ფალავანდიშვილის ბიჭი, რომელიც ასე მოვიდა და მითხრა, ეს მოიხსენიო, რაზეც მე ასევე წყნარად ვუთხარი, რომ არ მოვიხსნიდი, იმიტომ, რომ ორი წელია, მიკეთია ყველგან, სახლში, აქციაზე და სადაც მინდა. ვუთხარი, რომ არა-მეთქი, არ მოვიხსნი. ამ ადამიანმა ატეხა ერთი ამბავი, გვეძახეს პროვოკატორები, ვიღაცამ მომიწოდა, რომ ტრუსიკით ნუ ვარ აქციაზე და ჩავიცვა შარვალი. ვიღაცამ დამიძახა, რომ რას ვგავარ. ვიღაცამ ამიკრძალა ლაპარაკი. ახლა თქვენ [მედიას] რომ გელაპარაკებით, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მე აქ პროვოკაციას ვდგამ. გამომადგეს აქციიდან, აქ ნუ დგახარო, მითხრეს და ინტერვიუს ნუ აძლევო. 
    ძალიან მრცხვენია. მე აქ მხარდასაჭერად მოვედი და არაფერი მსგავსი არ მინდოდა, რაც ახლა აქ მოხდა. მოკითხონ იმ ადამიანებს, ვინც იქ ჰყავთ მხარდამჭერებად. აგრესიული ხალხია და რადგან აგრესიულები არიან, გამოვერიდე". – განაცხადა სალომე ბარკერმა. 

    FACEBOOK კომენტარები