დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:14
    თუშეთის გზაზე, მაშველებმა სიმაღლიდან გადავარდნილი მწყემსი ამოიყვანეს

    თუშეთის გზაზე, მაშველებმა სიმაღლიდან გადავარდნილი მწყემსი ამოიყვანეს

    24-05-2021 23:55

    თუშეთის გზაზე დაშავებული, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები, 49 წლის შოთა ლეკაიძე, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, ცოტა ხნის წინ  გადაიყვანეს. ჰოსპიტალის ექიმის,  მაია მრელაშვილის განმარტებით, პაციენტს, რამდენიმე ტრავმა  აქვს მიღებული. " მოქალაქეს ქალა- ტვინის დახურული, გულ,- მკერდისა და ბარძაყის ტრავმები აქვს მიღებული და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. მისი კვლევა ამ წუთში მიმდინარეობს. ოჯახს აქვს სურვილი, რომ ის თბილისში გადაიყვანოს, მაგრამ ამ სერვისის მიწოდება, ჩვენთანაც შესაძლებელია"-განაცხადა მრელაშვილმა. შოთა ლეკაიძის ახლობლები ამბობენ, რომ მწყემსი, თუშეთის გზის საშიშ მონაკვეთში, ზვავზე დაცურდა. " ფეხი დაუცდა, ზვავზე იცურა, ასე 30 მეტრის მანძილზე და მერე სიმაღლიდან გადავარდა. მეგობარი მწყემსი ჰყავდა გვერდით, რომელმაც სამაშველო გამოიძახა. სოფელ ფშავლამდე მანქანით, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების საშუალებით, გადმოვიყვანეთ ჰოსპიტალში"- აცხადებს დაშავებულის  მეგობარი ზაქრო რაიბული.
     შეგახსენებთ, მწყემსი ომალო -აბანო- ფშავლის გზაზე, სიმაღლიდან  რამდენიმე საათის წინ გადავარდა. ფშაველი- აბანო- ომალოს გზის 47- ე კილომეტრზე სამაშველო ოპერაცია, დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა.  მწყემსს  მთაში ცხვარი მიჰყავდა, რა დროსაც, გზის სახიფათო მონაკვეთზე ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადავარდა

    FACEBOOK კომენტარები