დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლის ქალი ემსხვერპლა - 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

    ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლის ქალი ემსხვერპლა - 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

    03-05-2022 19:07

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას  60 წლის ქალი ემსხვერპლა. 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა


    სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებაზე მდგომ ქალს და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.


    60 წლამდე ქალი და ბავშვები გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 11 წლის ბავშვს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ქალი გვერდით სოფელში, სკოლაში მიდიოდა, ის მასწავლებელი იყო. დაშავებული ბავშვი კი, ამავე სკოლის მოსწავლე. 

    ექიმების განმარტებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ის თბილისში გადაიყვანონ. 

    FACEBOOK კომენტარები