დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ბურთი აუქციონზე 50 000 დოლარად გაიყიდა

    ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ბურთი აუქციონზე 50 000 დოლარად გაიყიდა

    13-05-2022 11:12

    უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ბურთი აშშ-ში აუქციონზე 50 000 დოლარად გაიყიდა.

    ინფორმაციას BBC  ავრცელებს.
     
    ბურთი მსოფლიო ლიდერების მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ბურთების ცნობილ კოლექციონერს რენდი კაპლანს ეკუთვნოდა.
     
    აუქციონის ორგანიზატორები 15 000 დოლარს, ხოლო ბურთის მფლობელი რენდი კაპლანი თავისი შემოსავლის ნაწილს ომის შედეგად დევნილი უკრაინელების დასახმარებელ ფონდში გადარიცხავს.
     
    აუქციონის გამარჯვებულმა ანონიმურად დარჩენა ისურვა.

    FACEBOOK კომენტარები