დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    ოკუპანტებმა ხარკოვის მახლობლად მდებარე ჰუმანიტარული ცენტრი დაბომბეს

    ოკუპანტებმა ხარკოვის მახლობლად მდებარე ჰუმანიტარული ცენტრი დაბომბეს

    13-05-2022 11:29

    რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით დერგაჩოვის კულტურის სახლი დაბომბეს, სადაც ინახებოდა ჰუმანიტარული დახმარება და შემდგომ მშვიდობიან მოქალაქეებს ურიგდებოდა.

     
    ამის შესახებ ინფორმაცია დერგაჩოვის საკრებულომ გაავრცელა.

     
    „ძვირფასო მცხოვრებლებო! სამწუხაროდ, დღეს ღამით რუსმა ჯარებმა სამუშაო ბოლომდე მიიყვანა. მათ სარაკეტო დარტყმით დერგაჩოვის კულტურის სახლი გაანადგურეს და, ამავდროულად, ჩვენი ჰუმანიტარული შტაბი. ამასთან დაკავშირებით, დღეს ჰუმანიტარული დახმარების გაცემა არ იქნება. ლოჯისტიკურ საკითხებს ვაგვარებთ და შემდგომ ქმედებებზე აუცილებლად გაცნობებთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

    FACEBOOK კომენტარები