დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    დღეს ქვეყანაში რეალური დემოკრატიაა - ირაკლი ღარიბაშვილი

    დღეს ქვეყანაში რეალური დემოკრატიაა - ირაკლი ღარიბაშვილი

    13-05-2022 16:51

    ეს თემა იმდენად დახურული და აბსურდულია, რომ მე ძალიან მიჭირს, რაღაც სერიოზული კომენტარი გავაკეთო. როგორ შეიძლება, რომ პატიმარზე, გვარს მნიშვნელობა არ აქვს, ვიღაც გველაპარაკება და გადაიყვანეთ საზღვარგარეთ. რატომ, ეს როგორ უნდა მოხდეს საერთოდ და რატომ უნდა ვისაუბროთ ამაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა.

     
    მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქვეყანაში არის რეალური დემოკრატია და თუ რამე ევროპული მოხდა, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნა, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას.

     
    „ხალხს ნუ ელაპარაკებით ტყუილს, თქვენი ტყუილი 9 წელი ხალხმა დაითმინა, დაითმინა ათასი უსამართლობა, ჩაგვრა, გაუპატიურება, კვლა და თქვენ წარმოადგენთ სააკაშვილის პარტიას.

     
    ანტიდასავლური იყო ყველა ის პოლიტიკა და გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ჩაიდინა თქვენი ბელადის მთავრობამ. ყველაფერი, რაც ხდებოდა, იყო ანტიევროპული, ანტიდასავლური, ანტიჰუმანური.

     
    დღეს ქვეყანაში არის რეალური დემოკრატია. თუ რამე ევროპული მოხდა, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნა, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას.

     
    ჩვენ და ყველა პატრიოტი პოლიტიკოსი უნდა იყოს მოწოდებული, ვალდებული და იძულებული გავხდეთ ყველა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატარებინოთ ყველა პოლიტიკოსს და არა ის მავნებლური, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ეწეოდნენ და ეწევიან, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

    FACEBOOK კომენტარები
მსგავსები სიახლეები
ვრცლად
საიდან უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ქალბატონს ამდენი ბოღმა და ღვარძლი საკუთარი სამშობლოს მიმართ - ცერცვაძე
საიდან უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ქალბატონს ამდენი ბოღმა და ღვარძლი საკუთარი სამშობლოს მიმართ - ცერცვაძე
07-05-2021 00:39
ვრცლად
"ამისთვის რატომ გამიმეტა?!“ - ლევან რატიანი "ჯორჯიან თაიმსთან“ პროფესორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს
"ამისთვის რატომ გამიმეტა?!“ - ლევან რატიანი "ჯორჯიან თაიმსთან“ პროფესორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს
08-04-2022 22:56
ვრცლად
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა აღმოჩნდება!" - რას წერს თამარ ჟამურაშვილი კანდელაკზე
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა აღმოჩნდება!" - რას წერს თამარ ჟამურაშვილი კანდელაკზე
31-08-2021 12:32
ვრცლად
"ჩვენს ბინძურ თეთრეულში ხელების ფათურს სჯობს თავი დაანებოთ, იპოვნოთ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი "კასტილი"- ცაგარეიშვილი
"ჩვენს ბინძურ თეთრეულში ხელების ფათურს სჯობს თავი დაანებოთ, იპოვნოთ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი "კასტილი"- ცაგარეიშვილი
12-04-2022 17:07
ვრცლად
რა გავლენას მოახდენს საქართველოზე რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები
რა გავლენას მოახდენს საქართველოზე რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები
04-03-2022 15:42
ბიზნესი
ვალუტის კურსი