დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    " ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, მათ ეს ჯერ არ იციან"- იაგო  ხვიჩია

    " ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, მათ ეს ჯერ არ იციან"- იაგო ხვიჩია

    13-05-2022 17:08

    ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დაშლილია, უბრალოდ, მათ ეს ჯერ არ იციან და ეს დოკუმენტურად გაფორმებული არ არის, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

    მისი თქმით, როდესაც „გირჩი“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე საუბრობდა, მათ ირონიულად უყურებდნენ, ახლა კი ამ მოთხოვნით გზას კეტავენ.

    „ჩვენ ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეყვანათ სამკურნალოდ უცხოეთში და ირონიულად გვიყურებდნენ, ახლა კი, აღნიშნული მოთხოვნით თავად გზას კეტავენ. ჩემი აზრით, თვითონაც მივლენ იმ დასკვნამდე, რომ არსებულის აღიარება არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

    FACEBOOK კომენტარები