დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
    ბრიტანეთის ტრიბუნალმა კაცებისთვის მელოტის წოდება სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია

    ბრიტანეთის ტრიბუნალმა კაცებისთვის მელოტის წოდება სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია

    13-05-2022 17:12

    კოლეგა მამაკაცისთვის „მელოტის“ წოდება არა უწყინარი ხუმრობა, არამედ სექსუალური შევიწროებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი  ავრცელებს.
     
    გადაწყვეტილება ბრიტანეთის დასაქმების ტრიბუნალმა მიიღო. უწყების განმარტებით, აღნიშნული სიტყვის გამოყენება უშუალოდ უკავშირდება სქესს და გარკვეული ფორმით დისკრიმინაციულ ნიშნებს შეიცავს.
     
    ამ გადაწყვეტილებამდე საბჭო ტონი ფლინის საქმის შემდეგ მივიდა, რომელმაც პატარა იორკშირში, ოჯახური ბიზნესის წარმომადგენელს სექსუალური და დისკრიმინაციული შეურაცხყოფისთვის უჩივლა. ის იქ დაახლოებით 24 წელი მუშაობდა.

    მისი თქმით, სამსახურში კოლეგები მას „სქელ მელოტ ***ს" ეძახდნენ.
     
    ტრიბუნალის ყველა, სამივე წევრი კაცი შეთანხმდა, რომ ფლინმა არა „სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის“, არამედ მის მიმართ ასაკსა და თმაზე უხეში ეპითეტებისთვის უჩივლა.
     
    „რთულია, ამის გარდა სხვა დასკვნა გამოიტანო. ეს სიტყვები ღირსების შელახვის, მისთვის შემაშინებელი, მტრული, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნის მიზნით იყო ნათქვამი“, - განაცხადეს საბჭოს წევრებმა.
     
    ფლინმა პროცესი სამსახურიდან უსამართლო გათავისუფლების საქმეზეც მოიგო.

    FACEBOOK კომენტარები
მსგავსები სიახლეები
ვრცლად
ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას - ნინო ლომჯარია
ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას - ნინო ლომჯარია
25-08-2021 12:28
ვრცლად
პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება „ღირსების შემლახავია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება „ღირსების შემლახავია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
07-12-2021 15:49
ვრცლად
22 ივლისს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება
22 ივლისს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება
20-07-2021 15:57
ვრცლად
"ამისთვის რატომ გამიმეტა?!“ - ლევან რატიანი "ჯორჯიან თაიმსთან“ პროფესორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს
"ამისთვის რატომ გამიმეტა?!“ - ლევან რატიანი "ჯორჯიან თაიმსთან“ პროფესორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს
08-04-2022 22:56
ვრცლად
პრინცესა დაიანასთან დაკავშირებული საქმის გამო, ტონი ჰოლი თანამდებობიდან გადადგა
პრინცესა დაიანასთან დაკავშირებული საქმის გამო, ტონი ჰოლი თანამდებობიდან გადადგა
23-05-2021 02:10
ბიზნესი
ვალუტის კურსი