დღის სიახლეები
შემოგვიერთდით
LIVE RADIO
ვიდეო არქივი
29 ნოემბერი 2021 03:20
gttv.ge გადაცემები
  • 14-09-2021 16:53
    კაპიტალი - 14 სექტემბერი, 2021 წელი
    • 26-11-2021 12:53

      "დროული კითხვები" - 25 ნოემბერი, 2021 წელი

    • 24-11-2021 13:17
      🔵დღეს 23 ნოემბერია. საქართველოს მართლმადიდებელი  ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.   გილოცავთ სრულიად საქართველოს , ვულოცავ ჩვენს მაყურებელს. 🔵ვარდების რევოლუციიდან 18 წლის შემდეგ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის განვლილ  9 წელს აფასებს. 🔵შევარდნაძის ეპოქიდან ვარდების რევოლუციამდე, სააკაშვილის ხელისუფლებიდან ივანიშვილის მმართველობამდე. რა შეიცვალა საქართველოს უახლოეს ისტორიაში 18 წლის მანძილზე, რა  მიღწევები და შედეგები ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას და რა შეცდომები დაუშვა მან.                                      🔵კმაყოფილია თუ არა ქართული საზოგადოება  ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში  მოსვლის შემდეგ. რა მიიღო  ქართველმა ამომრჩეველმა 2012 წლის შემდეგ, როცა თავისი ხმა სრულიად ახალ პოლიტიკურ ძალას მისცა. შეფასებები და დასკვნები 18 წლის შემდეგ.                                           👥 ეკა სეხნიაშვილის ,,დროულ კითხვებს“ პასუხობენ: ნინო ბურჯანაძე, ელისო კილაძე და ვლადიმერ ბოჟაძე.
    • 19-11-2021 17:02
      📍 სადღესასწაულო დიზაინი, რომელი ფერები და ყვავილებია ტრენდული, როგორ მოვუაროთ ზამთარში ოთახის მცენარეებს და დიდხანს გვქონდეს მორთმეული ყვავილები - სასარგებლო რჩევები ჩვენს ეთერში 📍 პანდემიის დროს შექმნილი და არაპროფესიონალი მსახიობებით დაკომპლექტებული თავისუფალი სივრცის თეატრი განსხვავებული ხედვა და სრული თავისუფლება გადაცემაში კი სტუმრად გვყავს ირაკლი ბარკალაია ნუცა გოგალაძე ვახო ძიგავა ლაბორატორიაში სტუმრად 👥 "ლაბორატორიის" სტუმრები: ცი­ცი­ნო კო­ბი­აშ­ვი­ლი - მსახიობი, ედემი გვარლიანი - ფლორისტი, ირაკლი ბარკალაია - სივრცის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნუცა გოგალაძე - მეტყველების პედაგოგი, ვახო ძიგავა - სივრცის თეატრის რეჟისორი
    • 19-11-2021 12:24
      📌მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, ის საკაცით აიყვანეს , აცხადებს მასთან გვერდით მყოფი ადვოკატი. მანამდე ცოტა ხნით ადრე კი ,,მიხეილ სააკაშვილს დიდი პაუზა სჭირდება, რომ ისაუბროს, ვერ დადის, წონასწორობას ვერ იცავს“, რას აცხადებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი თანაგუნდელები და ექიმები. შესაძლოა, სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდეს. 📌 რა დასკვნას დებს სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და პენიტენციურ სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე და რატომ არ ენდობა მას ხელისუფლება? 📌 შიმშილობის 49-ე დღე და ორად გაყოფილი საზოგადოებრივი აზრი: უნდა დათმოს თუ არა ხელისუფლებამ საკუთარი პრინციპები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად? 📌 რას ურჩევს ხელისუფლებას საქართველოს პრეზიდენტი და როგორ აღიქვამენ საქართველოს მოქალაქეები უკიდურეს პოლიტიკურ პოლარიზებას ქვეყანაში?! 👥ეკა სეხნიაშვილის ,,დროულ კითხვებს“ პასუხობენ: ზაზა პაპუაშვილი, მიხეილ რამიშვილი, მალხაზ თოფურია, გრიგოლ გაგნიძე, მაია ორჯონიკიძე, ლაშა ამირეჯიბი



      ნაკლების ჩვენება





    • 17-11-2021 12:57
      📍შიმშილობის 47-ე დღე და საგანგაშო ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია და ირაკლი კობახიძის კატეგორიული უარი სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანაზე. 📍რა ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს ხელისუფლება, რომ ოპოზიცია სააკაშვილის გატაცებას და ქვეყანაში დიდ დესტრუქციას გეგმავს. 📍რატომ ალაპარაკდნენ ცნობილ პოლიტიკოსთა შვილები მამების პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე და რას პასუხობს ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნას გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში? 👥ეკა სეხნიაშვილის,,დროულ კითხვებს“ პასუხობენ: გედევან ფოფხაძე, სოზარ სუბარი, ნიკა მეტრეველი და ცოტნე კობერიძე
    • 16-11-2021 15:55
      📍რა საიდუმლო ვითარებაშია მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და ვინ გაუსწორდა მას ფიზიკურად გლდანის საპყრობილეში გადაყვანისას? 📍,,გადმომათრიეს მანქანიდან, მათრიეს თმით, ჩამარტყეს კისერში. პალატაში სცადეს გაურკვეველი ინექციის გაკეთება“. რა მოიწერა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილმა ? სახალხო დამცველის განცხადებებისა და მიხეილ სააკაშვილის წერილის საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორი გამოძიებას იწყებს. 📍ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე კი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას მოწამვლა იგეგმებოდა. .ვინ წამლავდა ელენე ხოშტარიას და ვის შეიძლება დაბრალდეს ოპოზიციიდან მისთვის ყავაში მომწამლავი ნივთიერების გარევა? 👥 ეკა სეხნიაშვილის ,,დროულ კითხვებს" პასუხობენ ნანუკა ჟორჟოლიანი, ლაშა ამირეჯიბი, ალექსანდრე კობაიძე, გოგლა ჟვანია.
    • 16-11-2021 15:48
      🔴საიდან მოდის ცრურწმენა და რატომ სჯერათ ადამიანებს დაუჯერებლის 🔴სად გადის ზღვარი ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის, სახალისო და ამავდროულად დრომოჭმული ტრადიციები 👥დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე და ,,ფაფანაკის’’ დამფუძნებელი და მთავარი დიზაინერი ნინო ჭყონია სტუმრად გადაცემაში ,,ლაბორატორია''
    • 16-11-2021 15:38

      🔴,,კაპიტალი'' 9 ნოემბერი 2021 წელი

    • 16-11-2021 15:25
      📌შეულახეს თუ არა ღირსება და გაუსწორდნენ თუ არა ფიზიკურად საქართველოს მესამე პრეზიდენტს გლდანის მე-18 სამკურნლო დაწესებულებაში გადაყვანისას. 📌რატომ აცხადებს სახელმწიფო ინპექტორის დაკითხვაზე უარს მიხეილ სააკაშვილი და ვინ დაადგენს, ჰქონდა თუ არა მას ფიზიკური დაზიანებების კვალი საკნიდან გაყვანისას. 📌რატომ უხდის განსაკუთრებულ მადლობას იუსტიციის მინისტრი საკუთარ თანამშრომლებს მოთმინებისა და გამძლეობისათვის და არსებობს თუ არა ექსპრეზიდენტის ,,გამოხსნის“ გეგმა ქართულ ოპოზიაიცაში. 👥გოგა ხაინდრავა, დავით ზილფიმიანი და გია ვოლსკი სტუმრად გადაცემაში ,,რეალური პოლიტიკა'' მალხაზ გულაშვილთან ერთად
    • 16-11-2021 15:12
      🔵პანდემიები და მათი მკურნალობის უცნაური მეთოდები, ქართული სავლები, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს - დეტალები ჩვენს ეთერში 🔵ქართველი ხელოვანების საზღვარგარეთ ცხოვრებისა და თავის დამკვიდრების სირთულეები და სახალისო ისტორიები ლაბორატორიის სტუმარია მომღერალი დათო ხუჯაძე. 🔵რუბრიკაში ემიგრანტები მსახიობ გაგა იმედაძის იტალიურ ცხოვრებაზე გიამბობთ. 👥სტუმრები: ვახტანგ ფავლენიშვილი კომპანია ძალას გენერალური მენეჯერი; გიორგი კავკასიძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კონსულტანტი სამედიცინო საკითხებში; თეიმურაზ კურცხალია - პროფესორი; დათო ხუჯაძე - მომღერალი