04-02-2022 12:32
📌ელისო კილაძისა და ლადო ბოჟაძის დებატები პირდაპირ ეთერში. 📌რა ეკონომიკურ პროგრამას აქვეყნებს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ციხიდან და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?! 📌დგას თუ არა ოპოზიციის ერთიან დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების საკითხი?! ● სწორია თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება?! 📌 მოსალოდნელია თუ არა სოციალური აფეთქება - მოსახლეობა გაძვირებული გადასახადებისა და ინფლაციის პირისპირ, ვინ აგებს პასუხს მოქალაქეების წინაშე?! 📌 სწორია თუ არა "მწვანე პასპორტების" გაუქმება, როცა კორონავირუსის შემთხვევები კატასტროფულად იზრდება?! 👥 ეკა სეხნიაშვილის ,,დროულ კითხვებს" პასუხობენ ჟურნალისტი ელისო კილაძე, თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე და "ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე.